ხაჭოს, უსაფუარო, კრემიანი და ცუკატიანი პასკები: განსხვავებული, გემრიელი რეცეპტები

აღდგომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. პასკა ტკბილი პურია, რომელსაც მრავალი საუკუნეა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აცხობენ.
Sputnik

სააღდგომოდ ყველა სუპერმარკეტსა თუ საკონდიტროში შეხვდებით სხვადასხვაგვარ პასკას, თუმცა გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს.

ხაჭოს, უსაფუარო, კრემიანი და ცუკატიანი პასკები: განსხვავებული, გემრიელი რეცეპტები

დიასახლისები აღდგომის დღესასწაულზე გემრიელი პასკის გამოცხობაში და სადღესასწაულო სუფრის გალამაზებაში  ერთმანეთს ეჯიბრებიან.   ძალიან ბევრი დიასახლისი ეძებს და ცდილობს განსხვავებულად მოამზადოს სააღდგომო პასკა, საბედნიეროდ პასკების მომზადების უამრავი  რეცეპტი არსებობს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ყველა ეს რეცეპტი გაგვეერთიანებინა, ერთად შეგვეკრიბა და თქვენთვის შემოგვეთავაზებინა.

ყველაზე მნიშნელოვანი, რაც ნებისმიერი სახის პასკის ცხობისას უნდა გაითვალისწინოთ, როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს.

ხაჭოს, უსაფუარო, კრემიანი და ცუკატიანი პასკები: განსხვავებული, გემრიელი რეცეპტები

ბებიების რეცეპტით დამზადებული პასკა

რძე - 1,5 ლ; შაქარი - 1 კგ; კარაქი - 400 გ; კვერცხი - 10 ცალი; კვერცხის გული - 3 ცალი; საფუარი - 150 გ.

ათქვიფეთ კვერცხი, კარაქი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ყველა პროდუქტი აურიეთ თბილ რძეში დადატოვეთ თბილ ადგილას 8-12 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამე). მიღებულ მასას დაუმატეთ: 1 ჩ.კ. მარილი, 200 გ. ქიშმიში, 2-3 შეკვრა ვანილის ფხვნილი, 2 ს.კ. კონიაკი და დაახლოებით 2,5 კგ. ფქვილი.

ცომი მოზილეთ ზეთში დასველებული ხელით, ხოლო შემდეგ გააჩერეთ საათნახევარი, სანამ მასა ორმაგად აფუვდება. ფუმფულა ცომი გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ყავისფერ შეფერილობამდე (შეამოწმეთ ხის ჩხირით). მიღებული კულიჩი გააგრილეთ და ზემოდან სურვილისამებრ წაუსვით მინანქარი.

ხაჭოს, უსაფუარო, კრემიანი და ცუკატიანი პასკები: განსხვავებული, გემრიელი რეცეპტები

პასკა საფუარის გარეშე

კვერცხი - 3 ცალი; შაქარი - 200 გრ; კარაქი - 100 გრ; ხაჭო - 200 გრ; რძე - 50 მლ; ქიშმიში ან ცუკატები - 100 გრ; ფქვილი - 350 გრ; ზეთი - 1 სკ; მუსტაკის კაკალი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი – სურვილისამებრ.

კვერცხი, შაქარი, მწიკვი მარილი, 1ს.კ.ლიმონის წვენი ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ 200 გრ. ხაჭო და 50 მლ.რძე ერთად დაბლენდერებული ან საცერში გატარებული. აქვე დაამატეთ 100 გრ. გამდნარი კარაქი, ვანილი, ჩ.კ. წვერზე დაამატეთ მუსკატის კაკალი, მიხაკი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, მიხაკი. შეგიძლიათ არც დაამატოთ. ასევე დაამატეთ 350 გრ. ფქვილი, რომელშიც აურევთ 1 ჩ.კ.სოდას, აქვე ცომს დაუმატეთ 100 გრ.ქიშმიში, წინასწარ მოაყარეთ 1ს.კ.ფქვილი ან სახამებელი, რომ ქიშმიში თანაბრად განაწილდეს პასკაში. აურიეთ ყველაფერი კარგად და მოზილეთ ცომი.

გადაანაწილეთ პასკის ფორმებში. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 40 წუთით. ყველა ღუმელი განსხვავებულია, ამიტომ მზაობა გასინჯეთ ხის ჩხირით.

როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი სააღდგომო პასკა ხელოვნების შედევრად – საოცარი ვიდეო

პოლონური ხაჭოს პასკა

500გრ წმინდა ხაჭო (3ჯერ გატარებული მანქანაში); 5 კვერცხის გული; 200გრ შაქრის პუდრი; 100 -150 გრ კარაქი; 1/2 ჭიქა ტკბილი არაჟანი; 50 – 50 გრ ქიშმიში, ნიგოზი, ნუში და ფორთოხლის დაშაქრული კანი; 1 სირჩა კონიაკი; 1/2 ფილა მაგარი შოკოლადი გასაფორმებლად.

ხაჭო გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში; ქიშმიში გავრეცხოთ და დავასხათ კონიაკი და როცა დაიბერებიან გადავიტანოთ საცერზე, რათა დაიწუროს. ქვაბში გათეთრებამდე ავთქვიფოთ კვერცხიოს გულები შაქართან ერთად. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ. გავაცხელოთ, მაგრამ არ ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. ნუშები მოვხალოთ და კანი გავაცალოთ, რამდენიმე გადავინახოთ დანარჩენები დავჭრათ. ნიგოზი და ფორთოხლის კანიც წვრილად დავჭრათ (ცოტაოდენი ესეც გადავინახოთ ). ხაჭო, არაჟანი, კვერცხის გული, კარაქი, ცუკატები და ვანილი ავურიოთ ერთმანეთში. გადავიტანოთ სველ მარლა ჩაფენილ საცერში. მარლის ბოლოები შევკრათ. დავადოთ პატარა თეფში და რაიმე სიმძიმით მსუბუქად დავწნეხოთ. ასე გავაჩეროთ რამოდენიმე საათი და გადავიტანოთ ლანგარზე. მოვრთოთ ნიგვზებით, ნუშითა და ფორთოხლის კანებით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

მარტივი, გემრიელი და სურნელოვანი - სააღდგომო პასკის ვიდეორეცეპტი ნათია მონტგომერისგან

იტალიური პასკა

ფქვილი – 1,5 კგ; რძე – 600 მლ; კვერცხი – 4 ცალი; საფუარი – 100 გრ; კარაქი – 200 გრ; შაქარი – 400 გრ; მარილი – 1 ჩ/კ; ქიშმიში – გემოვნებით; გარგარის ჩირი – გემოვნებით;

ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 3 ს/კ შაქარი. გავაჩეროთ სანამ არ მოიყენებს თავს.დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ნელნელა შევურიოთ ფქვილი და თან ვურიოთ. ცომი ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება. სუფთა მაგიდაზე დავყაროთ 200 გრ ფქვილი, დავდოთ ცომი და შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი. გავყოთ ცომი ფორმების მიხედვით (თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შესაძლებელია ქვაბში ჩააფინოთ ფოლგა და ისე გამოაცხოთ). თითოეულ ფორმაში ჩავდოთ ცომი ისე, რომ შუაზე ოდნავ მეტად შეავსოს. ამის შემდეგ ისევ ვდგამთ თბილ ადგილას და ველოდებით ცომის ამოსვლას. ამის შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. იმისათვის რომ ძირი არ მიიწვას შეიძლება ღუმელის ფსკერზე დავდგათ ჭურჭელი წყლით. მზა პასკა შეიძლება მოვრთოთ შაქრის პუდრით, გახეხილი ქოქოსით, თხილით და ა.შ.

უგემრიელესი პასკა და კექსი - რეცეპტები კულინარად ქცეული ჟურნალისტისგან

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა ფორთოხლის ცუკატებით

ხაჭო - 300 გ; შაქარი - 60 გ; არაჟანი - 30 გ; კარაქი - 40 გ; შოკოლადი - 60 გ; ფორთოხლის ცუკატები; ვანილი.

ხაჭო გაატერეთ საცერში, დაამატეთ გამდნარი შოკოლადი, დარბილებული კარაქი, არაჟანი და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცუკატები. ნახვრეტიან ფორმაში ან საწურზე დააფიენთ 4-ად გაკეცილი მარლა და გადაიტანეთ ხაჭოს მასა. ზემოდან დააფარეთ და დაადეთ შედარებით მძიმე ნივთი. დატოვეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე მაცივარში, რომ სითხისგან დაიწუროს.  შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და მორთეთ შოკოლადითა და ცუკატებით.

სწორად ემზადებით აღდგომისთვის? წესები, რომლებიც, შესაძლოა, არ იცოდეთ

კრემიანი პასკა

რძე - 2 ჭ; სიმინდის სახამებელი - 6 ჩ.კ; კვერცხი - 1; ვანილის შაქარი - 3 ცალი; კარაქი - 50 გ; შაქარი - 4 ს.კ; დასპირტული ხილი ან ჩირი. აღნიშნული ინგრედიენტებით მხოლოდ ერთი პასკის გამოცხობას შეძლებთ.

თბილ რძეში გავხსნათ სახამებელი, შაქარი, ვანილი და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე. როცა შესქელდება, 1-2 წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ კრემს შევათქვიფოთ კვერცხი. ამასობაში პასკას მოვაჭრათ თავი და ამოვაჭრათ გული. კრემი რომ გაცივდება, შევათქვიფოთ კარაქი და დავუმატოთ დასპირტული ხილი. კრემში ავურიოთ ცოტა დაფხვნილი პასკის გული და მოვათავსოთ გულამოღებულ პასკაში. ზემოდან დავადოთ თავი და შევდგათ მაცივარში გასაცივებლად.

გულსართად შეიძლება ნებისმიერი სხვა კრემი გამოვიყენოთ. ხილთან ერთად შეგვიძლია შევურიოთ შოკოლადი, ნიგოზი, ნუში და სხვა ინგრედიენტები.

გემრიელად მიირთვით!