ყვითელი ამბები

„ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას დაბადების დღეზე, დასჯილები ხართ ცხოვრებაში...“ – ნათია ბანძელაძე

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2019 წლის ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. გარდაცვლილი ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის მანქანა გაძარცვეს. ინფომაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი წერს, ეს მანქანა განსაკუთებით უყვარს, რადგან მისი მეუღლის ნაქონია და გული სწყდება, რომ გოგიჩას დაბადების დღეზე ასეთი ფაქტი მოხდა.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2019 წლის ივლისში, 51 წლის ასაკში დაიღუპა. ბოლო წლებში მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.