„ბორჯღალოსნები“ შოტლანდიის ნაკრებს მეორედ უმასპინძლებენ

საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიას ბოლო ათი წლის განმავლობაში ხუთჯერ დაუპირისპირდა და ყველა შეხვედრა დათმო. შოტლანდია საქართველოს მორიგი მატჩის გასამართად 17 მაისს ეწვევა.
Sputnik

 

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიის ნაკრებს მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. 

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს დამაჯერებლად მოუგო

მატჩი 17 ივლისს გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ სტადიონზე გაიმართება შეხვედრა, ასევე უცნობია მატჩის დაწყების დრო.

აღსანიშნავია, რომ  ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც შოტლანდიის გუნდი საქართველოს ეწვევა. პირველად ისინი თბილისში 2019 წლის აგვისტოში ჩამოვიდნენ. მაშინ მატჩი სტუმრების სასარგებლოდ – 44:10 დასრულდა.

მთლიანობაში გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და ხუთივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრები დამარცხდა: 6:15, 16:43, 10:44, 9:36 და 7:48.