ყვითელი ამბები

„მეუღლეს ვეჩხუბე, მუცელი მომეშალა...“ – თიკა მახალდიანი მძიმე პერიოდზე საუბრობს

მომღერალმა თიკა მახალდიანმა საჯაროდ პირველად ისაუბრა იმ მძიმე პერიოდზე, რომელიც მის გათხოვებას ახლდა თან
Sputnik

მომღერალმა თიკა მახალდიანმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი” იმ ფაქტზე ისაუბრა, რის გამოც მწვავე ბულინგის მსხვერპლი გახდა. თიკამ და მისმა მეუღლემ დაქორწინებიდან, რამდენიმე თვეში სოციალურ ქსელში სასტუმროს ნომერში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„როცა ის ფოტო გადავიღეთ, ნახევრად მეძინა, დავწექი და დავიძინე. მეუღლეს დაუდია ეს ფოტო და დილას კოშმარი დამხვდა ფეისბუქზე. სამი თვის ორსული ვიყავი მაშინ, ძალიან ვინერვიულე და ამის გამო მომეშალა მუცელი. რთული პერიოდი მქონდა. ორივეს რთული პერიოდი გვქონდა, მე და თემოს აგვერია ურთიერთობა. გავუბრაზდი მეუღლეს და ვეჩხუბე”, – გაიხსენა თიკამ.

მომღერალი თიკა მახალდიანი, რომელიც ფართო საზოგადოებამ „ჯეოსტარიდან” გაიცნო, 2016 წელს გათხოვდა. თიკას რჩეული ბიზნესმენი თემო პირველაშვილია. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა საქორწილო სუფრა მცხეთაში, რესტორან „ძველ არმაზში” გაშალა.

ქორწილის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. თიკას და თემოს გაბედნიერება უამრავმა ადამიანმა მიულოცა და საუკეთესო სურვილები უსურვა.