ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა,  იუწყება  ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის სახურავს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.