ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას ყოფილი ქმარი იუბილარია - ნახეთ მამა-შვილის უსაყვარლესი ფოტოები

ლევ გეიხმანს და ქეთა თოფურიას ხუთი წლის ოლივია ჰყავთ, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარობით ცნობილ მშობლებს არ ჩამორჩება
Sputnik

ცნობილი ქართველი მომღერლის, A Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ გეიხმანი იუბილარია. მომღერლის ერთ-ერთ „ინსტაგრამზე“ ლევის და მათი საერთო ქალიშვილის, ოლივიას ერთობლივი ფოტოები გამოქვეყნდა.

როგორც ჩანს, მამა-შვილი ხშირად ატარებს დროს ერთად და არაჩვეულებრივად ერთობა. ქეთა ლევს 2017 წელს, ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ სკანდალურად დაშორდა. მაშინ ამბობდნენ, რომ წყვილის ურთიერთობა რეპერმა გუფმა შეიწირა, რომელსაც მომღერალი შემდეგი ორი წელი ხვდებოდა.

ამჟამად ქეთა ბიზნესმენ ლევ დენგოვზეა დაქორწინებული. წყვილი იანვარში ვაჟის მშობლებიც გახდნენ. ქეთა უკვე დაუბრუნდა კარიერას და აქტიურად ჩაერთო ჯგუფთან ერთად მუშაობაში.