„ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა

აკაკი მინაშვილი ოპოზიციური პარტიის ერთადერთი პოლიტიკოსი არაა, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა – ვირუსი პარტიის კიდევ ერთ წევს გამოუვლინდა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს აკაკი მინაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, პოლიტიკოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თვითიზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

პარტიაში კიდევ ერთი ინფიცირებულია – პაატა პატარაია. ის კოვიდ–სასტუმროში გადავიდა. მისი მდგომარეობაც ფასდება, როგორც დამაკმაყოფილებელი.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ინფიცირების 1.578 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია 305 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 287 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 4.060 ადამიანი.