სიკვდილიანობის მსოფლიო ანტირეკორდი: ინდოეთში ცხედრებს ქუჩებში წვავენ – ფოტო

Sputnik

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასულ დღე-ღამეში 349.691 შეადგინა, 2,7 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ქვეყნის მასშტაბით ჯამში რეგისტრირებულია ინფიცირების 16,9 მილიონი შემთხვევა. 14 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაიღუპა დაახლოებით 192 ათასი. ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ამ მომენტისთვის მკურნალობას დაახლოებით 2,68 მილიონი ადამიანი გადის.

1 / 12
ინდოეთი მეოთხე დღეა კორონავირუსით ინფიცირების რეკორდს ხსნის
2 / 12
ყოველდღიურად იღუპება რამდენიმე ათასი ადამიანი
3 / 12
დელისა და სხვა ქალაქებში იმდენი გარდაცვლილია, რომ მათ ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ
4 / 12
ბევრ საავადმყოფოში აღარ არის საკმარისი საწოლები და ჟანგბადი, ამიტომ პაციენტების მიღება შეწყვეტილია
5 / 12
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი შეადგინა, ამიტომ ინდოეთი მაჩვენებლით აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს
6 / 12
აფეთქება შესაძლოა კორონავირუსის ინდურმა შტამმა გამოიწვია
7 / 12
ეს შტამი ასევე გამოვლინდა შვეიცარიასა და ჩეხეთში
8 / 12
გარდა ამისა, ინდოეთის რეგიონების დიდ ნაწილში მოქმედებს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა
9 / 12
ქვეყანაში მიმდინარეობს კუმბჰა მელის ფესტივალი, რომლის დროსაც მლოცველები მდინარე განგში მასობრივად განიბანებიან
10 / 12
არ არის გამორიცხული, რომ ზუსად ამ მიზეზით გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად
11 / 12
ნათესავები კორონავირუსით დაავადებული ადამიანის ცხედის კრემაციის დროს
12 / 12
ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალს აპრილში შესაძლოა 150 მილიონი ადამიანი დაესწროს