ყვითელი ამბები

როგორ მაკიაჟს ანიჭებს უპირატესობას ანუკი არეშიძე – სილამაზის ხრიკები დიზაინერისგან – ვიდეო

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს, დიზაინერი გულწრფელობით გამოირჩევა.
Sputnik

წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებისთვის“ ვიდეო ჩაწერა, სადაც მისი მაკიაჟის ხრიკები გაამხილა. ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ანუკის სილამაზით სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებული არიან.

რამდენიმე კვირის წინ ანუ­კის ახა­ლი მა­ღა­ზია გა­იხ­სნა დუ­ბა­ი­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­შო­პინ­გო სივ­რცე­ „ლა­ფა­ი­ეტ­ში“. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად არე­ში­ძემ გა­ავ­რცე­ლა და უამ­რა­ვი მი­ლოც­ვაც მი­ი­ღო.

ცნობილ დიზაინერს თბილისის მერთან კახა კალაძესთან ოთხი ვაჟი ჰყავს. კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.