ემსახურება წარსულს: ზელენსკი მინსკის ხელშეკრულების შეცვლას მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა არ მიიღო რუსი კოლეგის ვლადიმირ პუტინის რეკომენდაცია, დაელაპარაკოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობას.
Sputnik

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მინსკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და „ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჩართვა სურს, იუწყება გაზეთი Financial Times.

„აუცილებლად უპასუხებს“: ზელენსკის ოფისი განცხადებას ავრცელებს

ზელენსკის თქმით, მინსკის ხელშეკრულება პრეზიდენტის პოსტზე მის მოსვლამდე შემუშავდა და ის აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას.

„ახლა მე ვმონაწილეობ პროცესში, რომელიც [პრეზიდენტის პოსტზე] ჩემ მოსვლამდე შემუშავდა. მინსკის შეთანხმება უფრო მოქნილი უნდა იყოს ამ ვითარებაში. ის უნდა ემსახურებოდეს არა წარსულის, არამედ აწმყოს მიზნებს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის ლიდერის თქმით, პროცესში ცვლილებების შესატანად არსებობს ორი ვარიანტი: მინსკის ფორმატის შეცვლა, ან რაიმე სხვა ფორმატის გამოყენება. ამასთან ეს ყოველივე შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს, ვინაიდან „ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან“.

ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა: ვრცელდება ვიდეომიმართვა

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სურს ორმხრივი შეხვედრა გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აქვე განაცხადა, რომ „უკრაინულ მხარეს არ აღელვებს შეხვედრის ჩატარების ადგილი, მთავარი მისი შინაარსია“.

ამასთან უკრაინის ლიდერმა არ მიიღო რუსეთის პრეზიდენტის წინადადება, რომელმაც კიევს უპირველესად დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან საუბარი ურჩია, და მხოლოდ შემდეგ – კრემლთან.

მანამდე ვლადიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს „უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში შეხვედრა“ შესთავაზა, „სადაც ახლა ომი მიმდინარეობს“. რუსეთის ლიდერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა მიიღოს ზელენსკი მოსკოვში ნებისმიერ დროს, თუ უკრაინის პრეზიდენტი ორმხრივი ურთიერთობების განხილვას მოისურვებს.