ყვითელი ამბები

„ძალიან ცუდ დღეში ვართ...“ – რა შეემთხვა სოფო ბედიას?

სოციალურ ქსელში ცნობილ წყვილს – სოფო ბედიას და მის მეუღლეს მიშა მესხს ხშირად განიხილავენ. ნახეთ რა აწუხებს მომღერალს.
Sputnik

მომღერალი სოფო ბედია მუდმივად აქტუალურია. „პრაიმამბებთან“ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ახლა მთლიანად ქმარზეა ფინანსურად დამოკიდებული.

მისი თქმით, შოუ-ბიზნესი საქართველოში კორონამდეც არ ყვაოდა, თუმცა მაინც დადიოდა გასტროლებზე, მღეროდა ივენთებზე და არასდროს დაუწუწუნია. „გაჭირვებული ადამიანები უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ. ახლა ჩემი სფერო გაჩერდა, ძალიან ცუდ დღეში ვართ, არანაირი რეალიზება ჩვენ არ გვაქვს. ამ ეტაპზე მიშაზე ვარ ფინანსურად დამოკიდებული“, – ამბობს სოფო.

მომღერლის თქმით, მას შემდეგ, რაც მიშა მესხი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ცდილობს ქვეყნის შენებაში პატარა აგური დადოს. როგორც ადამიანი და პიროვნება, ახლა უფრო დაკავებულია და ისიც მაქსიმალურად უდგას გვერდით.

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.