რუსეთი იტალიის საელჩოს თანამშრომელს აძევებს

ბოლო პერიოდში რუსეთის დიპლომატიური მისიებიდან თანამშრომლები გამოაძევეს: შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, უკრაინამ, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და რუმინეთმა.
Sputnik

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. მოსკოვი, რომის ქმედებებზე პასუხად, ქვეყნიდან იტალიის საელჩოს თანამშრომელს გააძევებს, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„მოსკოვში იტალიის ელჩი პასკუალე ტერაჩანო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო მიწვეული, სადაც მას სამინისტროს ნოტა გადაეცა იტალიის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო-საზღვაო ატაშეს კურციო პაფიჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე“, — განაცხადეს უწყებაში.

იტალიელმა დიპლომატმა ქვეყნის ტერიტორია 24 საათში უნდა დატოვოს.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყებაში არამეგობრულად და უსაფუძვლოდ შეფასდა იტალიის ხელისუფლების მოქმედებები.

რუმინეთმა რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

იტალიელმა კარაბინერებმა 30 მარტს რომში რუსეთის საელჩოში აკრედიტებული რუსი ოფიცერი და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეორე რანგის კაპიტანი ვალტერ ბიოტა დააკავეს, რომლებსაც შპიონაჟში დასდეს ბრალი. ოპერაცია მათი ფარული შეხვედრისას ჩატარდა, რა დროსაც იტალიელმა ოფიცერმა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცა ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ. რუსეთის მოქალაქე დაპატიმრებისგან დიპლომატიურმა სტატუსმა იხსნა, ბიოტა კი საკანში გადაიყვანეს.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები კვლავ უარესდება. ბოლო კვირების განმავლობაში რუსული დიპლომატიური მისიებიდან თანამშრომლები სხვადასხვა საბაბით გააძევეს: შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, უკრაინამ, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და რუმინეთმა. თავის მხრივ, უცხო სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები გააძევა რუსეთმაც.