თბილისი 26 აპრილი — Sputnik. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე ალექსეი გრიშაევი, იუწყება РИА Новости უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილე“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, რუსეთის მოქალაქის ქმედებები „ეწინააღმდეგება ვენის 1961 წლის კონვენციის ნორმას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. სხვა დეტალები ამჟამად არ არის ცნობილი.
რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები კვლავ უარესდება. ბოლო კვირების განმავლობაში რუსული დიპლომატიური მისიებიდან თანამშრომლები სხვადასხვა საბაბით გამოაძევეს: შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, უკრაინამ, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.