თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ კვლავ ვერ გაიმარჯვა რუსულ ვოკალურ შოუში Ну-ка все вместе!
ფინალურ ტურში გოგონამ ფრედი მერკურის უკვდავი ჰიტი Bohemian Rhapsody შეასრულა და 86 ექსპერტი მოხიბლა, თუმცა წინა ფინალურ სეზონში მან 90 ქულა მოაგროვა.
„ნუცა, პირველ რიგში, შენ ქალღმერთი ხარ, ეს ყოველთვის გახსოვდეს, - აღნიშნა მომღერალმა, დირიჟორმა გრიგორი იურჩენკომ. - ორმაგად მიმძიმს ამის თქმა, რადგან შენი ფანი ვარ, მაგრამ ვცდილობდი, ობიექტური ვყოფილიყავი. ნუცა, ნაწარმოები თავიდან ბოლომდე მთლიანად არ გაჟღერებულა. ვინაიდან, თუ თქვენ ირჩევთ სხვადასხვა ჟანრს, მას ბოლომდე უნდა მიჰყვეთ. უნდა გესმოდეთ, რომ საჭიროა იყო არტისტი ბოლომდე და დაიცვა ჟანრის წესები. იყო ბევრი ნუცა, მაგრამ დამაკლდა დახვეწილობა“.
თუმცა იურჩენკოს ყველა არ დაეთანხმა. „გელოდებით მეოთხე სეზონში ექსპერტის სახით. დიდი ხანია, ეს დაიმსახურე!“ - ხაზი გაუსვა სერგეი ლაზარევმა.
პროექტის გამარჯვებული გახდა 28 წლის სუზანა მელქონიანი ერევნიდან. სელინ დიონის კომპოზიციით I surrender მან 99 ქულა დაიმსახურა.
ნუცა ბუზალაძე საქართველოში პოპულარული მომღერალია. სახელი გაითქვა საერთაშორისო კონკურს „ახალი ტალღის“ წყალობით, რომელიც 2014 წელს მოიგო. ბუზალაძე ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მან მონაწილეობა მიიღო ასევე ქართულ პროექტებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ერთი ერთში“, თურქეთში პროექტში „ხმა“ და სხვ.
Ну-ка, все вместе! – რუსული სანახაობრივი ვოკალური შოუა, სადაც საუკეთესო შემსრულებლები, ყველა სტილისა და მიმართულების წარმომადგენლები წარმოაჩენენ საკუთარ მუსიკალურ ნიჭს. მონაწილეთა გამოსვლებს სტუდიაშივე 100 ადამიანი დაუყოვნებლივ აფასებს. ჟიურიში შედიან მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, ქვეყნის საუკეთესო ვოკალური სასწავლებლების პედაგოგები და მუსიკალური ბლოგერები. ერთ-ერთი შემფასებელი ცნობილი მომღერალი სერგეი ლაზარევია.