ყვითელი ამბები

„დაგბლოკავ კიდევ ერთხელ თუ მომწერ...“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი ნინის დაუპირისპირდა

ყველასთვის საყვარელი ცნობილი მოდელი დები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინიმ სოციალურ ქსელში ნანუკასთან მიმოწერა გამოაქვეყნა.
Sputnik

ცნობილი მოდელი დები ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები საზოგადოებისთვის იმითაც არიან ცნობილი, რომ ნათესაობასთან ერთად საუკეთესო მეგობრებიც არიან. ისინი ბევრ დროს ატარებენ ერთად და საერთო მეგობრებიც ჰყავთ. ახლა ნინი დუბაიში მუშაობს და ალბათ ხშირად ეკონტაქტება დას. როგორც ჩანს, ნანუკა სწორედ დის მიმოწერის ფორმამ გააღიზიანა.

„დაგბლოკავ კიდევ ერთხელ თუ მომწერ თითო სიტყვას თითო მესიჯად“, – წერს ნანუკა დას. ნინიმ მიმოწერის „სქრინი“ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, ფაქტმა ძალიან გაამხიარულა.

როგორც ცნობილი გახდა, ნინიმ მუშაობა HD Fashion&lifestyle-ზე დაიწყო და დუბაიში ჟურნალისტის ამპლუაში ჩავიდა. ნინი „ინსტაგრამზე“ ბოლოს გამოქვეყნებულ სურათში მიკროფონით არის და ალბათ მალე მოდელს ინტერნეტ-მედიაში ან ტელევიზიაში ვიხილავთ.

ორი დღის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში თვითმფრინავიდან გადაღებული „ინსტაგრამ-სთორი“ გამოაქვეყნა. მოდელი თავიდან ამ სიახლეს საიდუმლოდ ინახავდა, დუბაიში ჩასვლის შემდეგ კი ახალი სამსახურის და ზღაპრული ვიზიტის შესახებ „ფოლოვერებსაც“ გაუზიარა.