იკრძალება კატეგორიულად: ვის და რა შემთხვევაში ვნებს მზესუმზირა

ენდოკრინოლოგის თქმით, მზესუმზირასთან დაკავშირებული ზოგი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა მას ნამდვილად შეუძლია სერიოზული პრობლემების გამოწვევაც.
Sputnik

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. ცხიმებით მდიდარ და კალორიულ მზესუმზირას შეუძლია კუჭის დაავადებები გაამწვავოს, აცხადებს ენდოკრინოლოგი ტატიანა ბოჩაროვა.

რატომ უნდა მიირთვათ ცხელი სუპი ყოველდღე? ენდოკრინოლოგი განმარტავს

ამასთან, სპეციალისტი აცხადებს, რომ მზესუმზირასთან დაკავშირებული ზოგი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ის, რომ თითქოს მზესუმზირა აპენდიციტს იწვევს, მითია. აი, მუცელი კი ნამდვილად შეუძლია აატკივოს — ოღონდ სხვა მიზეზით. მზესუმზირაში დიდი რაოდენობით შედის ცხიმები: 100 გრამ პროდუქტზე 50 გრამზე მეტი ცხიმი მოდის. თუ წყლული ან გასტრიტი გაქვთ, თქვენ კი ამ დროს რეგულარულად აკნატუნებთ მზესუმზირას, ამით ამ დაავადებების გამწვავებას უწყობთ ხელს“, — განმარტა ენდოკრინოლოგმა.

ამასთან, ექიმის თქმით, მზესუმზირა ძალიან კალორიულიცაა (550 კკლ 10 გრამ პროდუქტზე) და წონის მატებას უწყობს ხელს.

ბოჩაროვას თქმით, სხვა საქმეა, თუ მზესუმზირას ნედლი სახით მიირთმევთ. მოუხალავი მზესუმზირა მდიდარია უჯრედისით, B, А და Е ჯგუფის ვიტამინებით, მაგნიუმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გულისა და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. მოხალულ მზესუმზირაში კი კანცეროგენები გროვდება.

თუმცა, ექიმის რჩევით, მოუხალავი მზესუმზირის შემთხვევაშიც კი ზომიერების დაცვაა საჭირო — მისი ყოველდღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრამს.