მამაზე ძალადობის ბრალდებით ზუგდიდში ქალი დააკავეს

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია. საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.