პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ სოციალურ ქსელში მისი ცნობილი მეუღლის ლელა წურწუმიას სახალიისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წურწუმია მეგობარს, თორნიკე ჯგერნაიას ეჭიდავება. „ჭიდაობას რა უნდა“ – წერს ცნობილი პროდიუსერი. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ლელას ძალებში ეჭვი არც ეპარებოდათ.
ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. გოგონამ ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ახლა გადაცემის ჩაწერისას კადრს მიღმა პოპ-დივასთვის მუშაობს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ, რომელიც დღითი დღე იზრდება.