თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 521 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 285 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 68, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 49, კახეთი – 39, იმერეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 16, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 10, გურია – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 287.029-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.043-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.174 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.676 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.995, აჭარაში – 429, იმერეთში – 410.
644 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 126 პირი, მათგან თბილისში – 89, აჭარაში – 10, იმერეთში – 9. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 727 ადამიანი, მათ შორის 414 – თბილისში, 284 – აჭარაში. 8.771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26.989 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17.769 პირი, აჭარაში – 2.383, იმერეთში – 1.187.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 304.272-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.