ყვითელი ამბები

„12 წელია ჩემი ქმარია და ახლა გავიგე...“ – გაოცებული ანუკი არეშიძე კახა კალაძეზე წერს

ანუკი არეშიძემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს უცნაური საიდუმლო გაუმხილა. ნახეთ რა შეემთხვა დიზაინერს ქმართან დაკავშირებით.
Sputnik

ცნობილმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მეუღლის, თბილისის მერის და ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მხოლოდ ახლაღა აღმოაჩინა, რომ მის ქმარს არა ყავისფერი, არამედ თაფლისფერი თვალები ჰქონია.

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. დიზაინერი გულწრფელობით გამოირჩევა.

კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.