აშშ ავღანეთში მოქმედებს ოპერაცია „ურყევი თავისუფლების“ ფარგლებში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო. ავღანეთში უშიშროების საერთაშორისო ძალები (ISAF) მოქმედებენ გაეროს უშიშროების საბჭოს #1386 რეზოლუციის თანახმად, რომელიც 2001 წლის 20 დეკემბერს მიიღეს.
ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია, რომელიც უნდა დასრულდეს. აშშ-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 11 სექტემბრამდე პერიოდში ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დასრულდება.
ჯარების გამოყვანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა და ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ კატარში პირველად 20 წლის განმავლობაში მშვიდობის აქტს მოაწერეს ხელი, რომელიც ავღანეთიდან უცხოური ჯარების 14 თვის განმავლობაში გაყვანას და ტყვეების გაცვლას ითვალისწინებას. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს საკუთარი არმია ავღანეთის ტერიტორიიდან 2021 წლის 1 მაისამდე უნდა გაეყვანა.