მოძღვრებისა და მრევლის დაპირისპირება საქართველოში: საქმეში პოლიცია ჩაერია

მარტვილის რაიონის სოფელ სახლინოშს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ღვთისმსახურება ჩხუბითა და შეურაცხყოფით დაიწყო . იხილეთ კადრები ინციდენტის ადგილიდან Sputnik-საქართველოს ვიდეოში
Sputnik

დაპირისპირება მეუფე სტეფანესა და მისი წინამორბედის - ეპისკოპოს პეტრე ცაავას მხარდამჭერებს შორის მოხდა. დაპირისპირებაში ჩაერთნენ თავად სასულიერო პირებიც.

ტაძარში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ცაავას მომხრეები კეკუტიას ჭყონდიდის ეპარქიის ტერიტორიების მითვისებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხევა მეუფე სტეფანეს, მის გამოჩენას ასევე მოჰყვა ხმაური. მან მაინც შეაღწია ტაძარში და ღვთისმსახურება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.

დაპირისპირება მეუფესა და მის წინამორბედს შორის 22 აპრილსაც მოხდა. ჭყონდიდის მეუფე სტეფან ტაძარში არ შეუშვეს, ეკლესიის კარი პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა გადაკეტეს.