შერმადინი კვლავ საუკეთესოა, კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, ბასილაშვილი კი ტრავმის გამო კვლავ აგებს.
Sputnik

კვარაცხელიას მოულოდნელი ტრავმა და მაკარიძის აღიარება ესპანეთში

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში ყაზანის „რუბინის“ ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის ტრავმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს მოწინააღდეგე გუნდიდან არავინ შეხებია. ხვიჩამ მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობამ „ურალთან“ მატჩის შემდეგ კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ქართველისთვის სეზონი დასრულებული იყო. მოგვიანებით, აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ. მისი თქმით, ხვიჩას რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და არსებობს შანსი, რომ მიმდინარე სეზონში მას მოედანზე კიდევ ვიხილავთ.

შერმადინი კვლავ საუკეთესოა, კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს

„ყოველთვის რთულია კატეგორიულად საუბარი იმაზე, თუ რა როგორ იქნება. ვარაუდით ვიტყვი, რომ კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს“, - განაცხადა სლუცკიმ.

ტრავმიანობის ჟამს ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა მის მომავალსა და გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებზე რუსულ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტმა ხვიჩას რუსეთის ნაკრებში თამაშიც განიხილა რაზეც ქართველისგან მკაცრი პასუხი მიიღო:

„მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი სამშობლოს სახელით ვითამაშებ. მართალია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

20 წლის ქართველმა შემტევმა ამ სეზონში „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 23 შეხვედრაში ითამაშა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და რვა საგოლე პასია. ხვიჩას ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში რვა ჩატარებულ მატჩში სამი გატანილი გოლი და ორი საგოლე პასია.

შერმადინი კვლავ საუკეთესოა, კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს

კარგი კვირა ჰქონდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეს, რომელიც ესპანეთის „ლა ლიგა 2“-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 31 წლის ქართველ კიპერს ესპანიოლთან კარგი თამაში დაუფასდა. მაკარიძემ „ალმერიას“ უმნიშვნელოვანესი ქულას მოუტანა. ჩვენებურის გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში 1:0-ის იგებდა, თუმცა „ესპანიოლის“ ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს. გიორგის კარში 68-ე წუთზე პენალტი დაინიშნა, თუმცა რაულ დე ტომასის დარტყმულს მაკარიძე მარტივად გაუმკლავდა

წარმატებული გამოსვლა მაკარიძეს ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა დაუფასა და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ალმერიას გმირის სტატუსით შეიყვანა:

„ალმერიას ქართველი მეკარე გუნდის გმირი გახდა მას შემდეგ, რაც კატალონიელთა ფეხბურთელ რაულ დე ტომასის პენალტი მოიგერია. უფრო მეტიც, მან მოახერხა ვისენტე მორენოს გუნდის ყველა დარტყმის განეიტრალება, ლანდრი დიმატას თავურის გარდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უნგრეთში ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროშმა“ უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 3:0 მოუგო, რითიც უნგრეთის ჩემპიონობა სამი ტურით ადრე გაინაღდა.

„ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა და ლაშა დვალიც ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა, ხოლო ხარაიშვილისთვის ეს პირველი უნგრული ტიტული იყო.

შერმადინი კვლავ საუკეთესოა, კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი და ლისაბონში გამართული ქართული ფინალი

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართული ევროპის ჩემპიონატი ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.

ერთადერთი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაურია, რომელმაც ფინალში თანამემამულე ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმაც აიღეს. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გურამ თუშიშვილი.

რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი

ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თანაგუნდელი ბექა ღვინიაშვილი ვაზარიზე ორჯერ დააგდო და ევროპულ ასპარეზზე პირველი ოქრო დაისაკუთრა, ღვინიაშვილს კი ვერცხლის მედალი ერგო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს, ის ფინალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონს, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. კარგად იასპარეზა გურამ თუშიშვილმაც, ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში როი მეიერს გაეჯიბრა და 29 წლის ნიდერლანდელ ორი ვაზარით აჯობა. აღსანიშნავია, რომ გურამი შარშანდელ ევროპის პირველობაზეც მესამე ადგილზე გავიდა.

შერმადინი საკუთარ გუნდში კვლავ საუკეთესოა, ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს გოგა ბითაძესაც

ესპანური „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გასულ ტურში საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და „უნიკახასთან“ მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 შერმადინი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:34 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მოაგროვა. გიორგის მოედანზე ყოფნისას ტენერიფელებმა მოწინააღმდეგეზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო.

ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა, ჩაკვეტაძე კვლავ ლაზარეთშია

კარგი შეხვედრა ჩაატარა დუდა სანაძემაც. სანაძის „ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგის რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი ჩაატარა და ხორვატულ „სპლიტს“ 86:74 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი კლუბის წარმატებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 15 ქულა, ორი პასი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა.

NBA-ში ნდობა გამოუცხადეს გოგა ბითაძეს. ბითაძის „ინდიანას“ „სან ანტონიოსთან“ რთული თამაში ჰქონდა, გოგას გუნდს რამდენიმე მოთამაშე არ ჰყავდა, მათ შორის - მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი და ჯერემი ლემბი. შესაბამისად გოგამ აღნიშნულ მატჩში დიდი დრო მიიღო. ქართველმა ცენტრმა 23 წუთი ითამაშა და ამ დროში შვიდი ქულა, ცხრა მოხსნა და ხუთი დაფარება დააგროვა.

ისტორიული გამარჯვება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა და ბასილაშვილის წარმატება სარდინიაზე

ბასილაშვილი ტრავმის გამო კვლავ აგებს, გორგოძემ შტუტგარტში თამაშით თავი დაგვამახსოვრა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე საწყის ტურშივე მატჩი წააგო.

ბასილაშვილი Barcelona Open Banc Sabadell-ზე 34 წლის ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდა და 4:6, 6:3, 3:6 დამარცხდა. ნიკამ მატჩის მიმდინარეობისას ხუთი ეისი მოაწოდა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი სეტი ბრეიკით დაიწყო. მიუხედავად ამისა, შარდიმ უკუბრეიკი მალევე შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ნიკოლოზი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში სერბ ლასლო ჯერისთან დამარცხდა, მონტე კარლოში კი ბასილაშვილმა ფილიპ კრაინოვიჩთან მატჩი შუა თამაშში შეწყვიტა. ATP-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 1.645 ქულით 36-ე ადგილს იკავებს.

ქართველი ფეხბურთელით „ბაიერნი“ დაინტერესდა, გოგა ბითაძეს ამერიკაში ნდობა გამოუცხადეს

კარგად იასპარეზა 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გერმანელ ანგელიკ კერბერს არაფერი დაუთმო.

გამოცდილმა გერმანელმა ჩოგბურთელმა გორგოძეს ანგარიშით 6:2, 6:2 სძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 33 წლის კერბერი WTA-ს მიმდინარე რეიტინგში 25-ე ადგილზე იმყოფება, 2016 წელს კი ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახლდათ და მსოფლიო დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელია.