თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 966 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 567 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 117, იმერეთი - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 21, მცხეთა-მთიანეთი - 17, გურია - 15, სამცხე-ჯავახეთი - 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 285.971-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.025-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.729 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.582 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.970, აჭარაში - 422, იმერეთში - 397.
611 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში - 10, იმერეთში - 7. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 717 ადამიანი, მათ შორის 407 - თბილისში, 287 - აჭარაში. 9.430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24.396 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14.823 პირი, აჭარაში - 2.484, იმერეთში - 1.196.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.