„დედა ნახე, მამა ნახე..." – ანუ, ვის „ხელშია" თქვენი შვილის ჭკუა–გონება

გენიალური ქალები თითქმის არ არიან ისევე, როგორც ასპროცენტიანი იდიოტი ქალები. სამაგიეროდ, გენიოსი მამაკაცი და გონებაჩლუნგი მამაკაცი ბევრია. თუ გინდა, შენი ვაჟი ჭკვიანი და გონებრივი შესაძლებლობებით „დახუნძლული" გაიზარდოს, დააკვირდი არა ცოლს, არამედ...
Sputnik

გენეტიკა — მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას. გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს.

ხშირად გვესმის ფრაზები: „მამის ალი–კვალია“, „გამოხოხებული დედაა“ და ა. შ. მთლად ასე მარტივად არ ყოფილა საქმე…

მაშ ასე, რა გადაეცემა შვილს მამისგან და დედისგან:

გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...

•ინტელექტი მამისგან ვაჟს არ გადეცემა. ანუ, თუ გენიოსი ბრძანდებით, თქვენი ვაჟი 100%–ით თქვენ გენებს მემკვიდრეობით არ მიიღებს.

•იდიოტიზმი მამისგან ვაჟს არ გადაეცემა. თუ კრეტინი ბრძანდებით, თქვენი ვაჟი თქვენნაირი იდიოტი არ იქნება (გილოცავთ)

•მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილს გადაეცეს. და ისიც მხოლოდ ნახევრად.

•ინტელექტის მემკვიდრეობით მიღება მამაკაცს მხოლოდ დედისგან შეუძლია, რომელიც მან, თავის მხრივ, მამისგან მიიღო.

•გენიოსების ქალიშვილები ნახევრად ჭკვიანი იქნებიან, მაგრამ მათი ვაჟები გენიოსები იქნებიან. თუ მათი მამა გონებაჩლუნგია, ქალიშვილი იქნება ნახევრად გონებაჩლუნგი.

•ამიტომ გენიალური ქალები თითქმის არ არიან ისევე, როგორც ასპროცენტიანი იდიოტი ქალები. სამაგიეროდ, გენიოსი მამაკაცი და გონებაჩლუნგი მამაკაცი ბევრია. აქედანაა უიღბლო ალკოჰოლიკების, მარტოხელა დედების, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატების (თითქმის ყველა – მამაკაცი) თაობა.

ოჰ, ეს გენები, ანუ როგორი იქნება თქვენი მომავალი შვილი

დასკვნები მამაკაცებისთვის:

•საკუთარი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზისთვის დააკვირდი შენი ცოლის მამას – თუ სიმამრი აკადემიკოსია, შენი ვაჟიც ჭკვიანი იქნება.

•შენი ქალიშვილი შენი ჭკუის ნახევარს მიიღებს. ასევე შენი სიდებილის ნახევარს. ინტელექტით ის შენთან ახლოს იქნება. მისი ვაჟი მიიღებს შენს ყველა გონებრივ შესაძლებლობას. თუ გინდა, ჭკვიანი შთამომავლობა გყავდეს, იოცნებე ქალიშვილზე.

•შენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად, მისი მამისგან, ანუ ბაბუისგან მოდის.

დასკვნები ქალებისთვის:

•შენი ვაჟი ჭკუის თვალსაზრისით მამაშენის ასლია, ასე რომ, როდესაც ეჩხუბებით: „მამაშენივით სულელი ხარ“ – მართალი არ არის.

•შენი ქალიშვილი შენნაირად აღზრდილი იქნება, მაგრამ ჭკუით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟები კი თქვენი ქმრების გონებრივი ასლები იქნებიან.

მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ: როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცუდი გენეტიკის დროს, ხარისხიანი აღზრდის შემთხვევაში ბავშვები, პრაქტიკულად, ნებისმიერი გენეტიკით ღირსეულ ადამიანებად ყალიბდებიან. გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს, მაგრამ არა — ბედს. გენები საქმიანობის საწყის ტერიტორიას განსაზღვრავს — ვიღაცას ის უფრო უკეთესი აქვს, ვიღაცას — უფრო რთული. მაგრამ რა იქნება ამ ბაზაზე გაკეთებული — ეს უკვე არა გენების, არამედ ადამიანებისა და მათთან მყოფი სხვა ადამიანების საზრუნავია.