ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 აპრილს

სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში და ღამით დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 17-18 გრადუსს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სამშაბათს, 27 აპრილს ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმიანი ამინდი ელოდება.

მზე ამოვა 06:03 საათზე და 19:53 საათზე ჩავა.

ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 12-13 გრადუსს შეადგენს, დღისით კი ჰაერი 17-18 გრადუსამდე გათბება. დღის მეორე ნახევარში და ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.