საქართველოში მამაკაცს მოზარდი გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის პასუხი აგებინეს

მამაკაცმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საქმე მოზარდი გოგონას სასარგებლოდ დასრულდა
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი მოზარდი გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის 600 ლარით დააჯარიმა, იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესებს იცავს.

როგორ მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია - ფსიქოლოგის რჩევები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მუხლი სექსუალური შევიწროების შესახებ 2019 წლის მაისში გაჩნდა და ამ დარღვევის ქვეშ იგულისხმება საზოგადოებრივ ადგილებში ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებები, რომლებიც ადამიანისთვის დამაშინებელი, დამამცირებელი და ღირსების შემლახავია.

ასოციაციის მონაცემებით, საქმის მოგება მოხერხდა იმიტომ, რომ სასამართლომ საზოგადოებრივ ადგილად აღიარა „ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა“.

მამაკაცმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საქმე მოზარდი გოგონას სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოში მუხლი სექსუალური შევიწროების შესახებ ქალთა უფლებების შესახებ კანონის მიღებასთან ერთად გაჩნდა.