ჯანდაცვის მინისტრი: დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს.
Sputnik
ჯანდაცვის მინისტრი: დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არ იგეგმება
„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით სტადიაზე, როდესაც მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ. ეკლესიის მხარდაჭერა, ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ორშაბათს საკოორდინაციო საბჭო ლოკალურ დონეზე დამატებითი ღონისძიებების დაწესებაზე იმსჯელებს.