ბორჯომში გასაჭირში ჩავარდნილ ორ ტურისტს მაშველები დაეხმარნენ

უცხოეთის  ორი მოქალქე ბორჯომში გოგიას ციხის მიმართულებით ფეხით გავიდა, თუმცა რთული რელიეფის გამო უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. მაშველებმა ორ უცხოელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბორჯომში, გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. სმის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა.

დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს.

მეხანძრე-მაშველებმა გოგიას ციხის მიმდებარედ ორი მოქალაქე იპოვეს და უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.