სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში: მოკლულია ერთი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. აბასთუმანში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ადგილობრივების ინფორმაციით, კურცხანას ხეობაში ორი სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 35 წლამდე ასაკის დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.