თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. რუსეთის სამხრეთსა და დასავლეთში გადასროლილი ჯარები საკუთარი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს ბრძანების შესაბამისად, სამხრეთის სამხედრო ოლქისა და საჰაერო–სადესანტო ჯარებმა, რომლებიც მოულოდნელ შემოწმებას ახორციელებდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების პრესრელიზში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საჯარისო ქვედანაყოფები სარკინიგზო სადგურების, აეროდრომებისა და პორტებისკენ ახორციელებენ მარშებს მატარებლებით, სადესანტო ხომალდებითა და სამხედრო–სატრანსპორტო ავიასაშუალებებით უკან დასაბრუნებლად.
- „მიმაჩნია, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები მიღწეულია. ჯარებმა ქვეყნის საიმედო დაცვის უნარები გამოავლინეს. ამასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, დასრულდეს ღონისძიებები სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქებში“, — ნათქვამია შოიგუს ბრძანებაში.
როგორც ბრძანებიდან ირკვევა, „სწავლებაში ჩართული ჯარები“ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს 1 მაისამდე უნდა დაუბრუნდნენ.