კოვიდზე საშიში ფასები

საქართველოს მოსახლეობას, ინფექციაზე მეტად, კვების პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა აღელვებს
Sputnik

საქართველოში ხუმრობენ, რომ თუ მაღაზიაში შესვლისას მყიდველს სიცხეს უზომავენ, გამოსვლისას წნევა უნდა გაუსინჯონ - ყველას არ შეუძლია მშვიდად შეხედოს რეკორდულად გაზრდილ ფასებს. განსაკუთრებით ემოციური ადამიანებისათვის სუპერმარკეტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც უნდა იმორიგეოს.