COVID-19 საქართველოში – 22 აპრილის მონაცემები

დადებითობის მაჩვენებლები: დღიური – 4,38%, ბოლო 14 დღის – 3,55%, ბოლო 7 დღის – 4,37%. ამჟამად სულ აცრილია 33.337 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.426 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.226-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 300.264-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 283.557 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 688), გარდაიცვალა – 3.981 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 224, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.424 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 621 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13.456, PCR–ტესტი – 14.539.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,38%, ბოლო 14 დღის – 3,55%, ბოლო 7 დღის – 4,37%.

ამჟამად სულ აცრილია 33.337 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.426 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.