საშინელმა ხანძარმა სამხრეთ აფრიკაში ისტორიული ღირსშესანიშნაობები გაანადგურა - ფოტო

Sputnik

კეიპტაუნის მახლობლად ტყეში დიდი ხანძარი გაჩნდა, რომელიც კვირას გავრცელდა კეიპტაუნის უნივერსიტეტის კამპუსსა და ბიბლიოთეკაზე. შედეგად სტუდენტების ევაკუაცია გამოცხადდა.

ორშაბათს ხანძარი მოედო საცხოვრებელ სახლებსაც, რომლებიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

1 / 10
კეიპტაუნთან ახლოს ხანძარი 18 აპრილს გაჩნდა
2 / 10
დაიწვა კეიპტაუნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხანძარი მოედო კამპუსსაც, რის შემდეგაც დაიწყო სტუდენტების ევაკუაცია
3 / 10
ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ვერტმფრენები
4 / 10
ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 4 000-დან 5 000-მდემეხანძრე, მათ ასევე ეხმარებოდნენ მოხალისეები
5 / 10
ერთ-ერთი მეხანძრე ხანძართან ბრძოლისას დაშავდა
6 / 10
ხანძრის ლოკალიზებას ერთ დღეზე მეტი დაჭირდა
7 / 10
ორშაბათს დილით კეიპტაუნის გარეუბნებში რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო, რადგან ხანძარი მათ სახლებს მიუახლოვდა
8 / 10
დაიწვა რესტორანი და ჩაის ბაღი, რომლებიც ეროვნულ პარკში სისილ როდსის მემორიალის მახლობლად მდებარეობდა
9 / 10
ცეცხლმა გაანადგურა მოუბრეის ქარის წისქვილიც მოსტერტი
10 / 10
თვითმხილველების თქმით, ხანძარი სამმა მამაკაცმა დაანთო. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს დანარჩენი ორის ძებნა