ოზურგეთში ბურჭულაძეების სამსართულიანი სახლი დაიწვა

მედიის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და შვილიშვილი, საბედნიეროდ, ისინი არ დაშავებულან
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ამის შესახებ ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

შუახევში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სახლი ბურჭულაძეების ოჯახს ეკუთვნოდა და სასწრაფო დახმარების პუნქტთან ახლოს მდებარეობდა.

ადგილზე იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ადგილზე ასევე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში ბებია შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ისინი უვნებლად გადარჩნენ. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ.