წყალქვეშა ნავი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა: მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც გერმანიაშია აგებული 40 წლის წინ, ეკიპაჟის 53 წევრი იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ინდონეზიის ხელისუფლება ეძებს ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ძალების შემადგენლობაში შემავალ წყალქვეშა ნავს, რომელიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა, იუწყება გაზეთი Daily Star–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ნავის ეკიპაჟი, რომელიც კუნძულ ბალის სიახლოვეს გამართულ სწავლებებში მონაწილეობდა, წინასწარ დათქმულ დროზე კავშირზე არ გამოვიდა.

სუბმარინა KRI Nanggala 402–ის ბორტზე, რომელიც გერმანიაშია აგებული 40 წლის წინ, 53 კაციანი ეკიპაჟი იმყოფება.

ნავი ბალიდან დაახლოებით 60 მილის მოშორებით გაუჩინარდა ადგილობრივი დროით დილის სამ საათზე.

ინდონე ზიის ხელისუფლებამ უკვე სთხოვა დახმარება სინგაპურსა და ავსტრალიას, რომლებსაც წყალქვეშა სამაშველო საშუალებები აქვთ.