გუდაური: ადგილი, სადაც ნამდვილი ზამთარი მეფობს

Sputnik

გუდაური საკმაოდ პოპულარულია საქართველოს საზღვრებს გარეთაც. აქ აპრილშიც კი შეიძლება თხილამურებით სრიალი. გუდაურსა და ბაკურიანში ხშირად იმართება სპორტის ზამთრის სახეობებში შეჯიბრებები მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის.

კორონავირუსის პანდემიამ ცვლილებები აქაც შეიტანა – გუდაურში და სხვა კურორტებზე მკაცრი აკრძალვები მოქმედებდა, რის გამოც ზამთრის სეზონი მხოლოდ მარტის დასაწყისში გაიხსნა.

1 / 15
გუდაური ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი ზამთრის კურორტია
2 / 15
ის თბილისიდან 120 კილომეტრში მდებარეობს, მისი სიმაღლე 2196 მეტრია
3 / 15
ჩვეულებრივ, ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მაისის ჩათვლით გრძელდება
4 / 15
მაგრამ კორონავირუსისა და არსებული შეზღუდვების გამო კურორტმა მუშაობა მარტის დასაწყისში განაახლა
5 / 15
გუდაურის მთავარი ღირსშესანიშნაობა ფრირაიდია
6 / 15
დიდი თოვლი და ზვავსაშიშროება - ეს ფრირაიდის მთავარი კომპონენტებია
7 / 15
გუდაურში სხვა სახის გასართობებიცაა
8 / 15
გუდაურის საბაგიროს ქვედა სადგური 1990 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ხოლო ზედა - 2993 მეტრზე
9 / 15
ეს საქართველოს ერთ-ერთი ყელაზე მაღალი დასახლებული პუნქტია
10 / 15
გუდაური ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მუდმივად დასახლებული წერტილია ევროპაში
11 / 15
გუდაურის საბაგიროს ერთდროულად შეუძლია 11 ათას ადამიანს მოემსახუროს
12 / 15
ადრე გუდაურს საქართველოს მთავარ ზამთრის კურორტად მოიხსენიებდნენ
13 / 15
მოგვიანებით პოპულარული გახდა ბაკურიანიც, დღეისათვის კი თხილამურების მოყვარულები უკვე სტუმრობენ სვანეთისა და აჭარის სათხილამურო ტრასებსაც
14 / 15
თუმცა გუდაურში ხალხის რაოდენობა არ შემცირებულა
15 / 15
დამსვენებელთა რაოდენობაზე ცუდად მხოლოდ კორონავირუსის პანდემია აისახა. აკრძალვების გამო კურორტზე არ მუშაობდა არცერთი ობიექტი, საბაგიროები კი გამორთული იყო. თუმცა ახლა გუდაური უკვე მზად არის უმასპინძლოს ყველას, ვისაც ზამთრის დასვენება მოენატრა!