სარტყლისებური ლიქენი შეიძლება კოვიდ-ვაქცინაციის გვერდითი ეფექტი იყოს: მეცნიერული კვლევა

ისრაელის მეცნიერების თქმით, მათი კვლევის შედეგები გაფრთხილებად უნდა იქცეს ექიმებისთვის, რათა ვაქცინაციისას აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტების უჩვეულო სიმპტომები  არ გამოეპაროთ
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech–ის ვაქცინას იშვიათ შემთხვევებში უკუეფექტად სარტლისებური ლიქენი შეიძლება გამოუვლინდეს, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომლის შესახებაც წერს გამოცემა Daily Mail–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სარტყლისებური ლიქენი გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ უფრო ხშირად უვლინდებათ, ვიდრე ამგვარი დაავადებების არმქონეებს.

ამასთან აღინიშნება, რომ გამონაყარი პირველი დოზის შემდეგ ხუთჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მეორე დოზის შემდეგ.

როგორც სწავლულები ამბობენ, მათი კვლევის შედეგები გაფრთხილებად უნდა იქცეს ექიმებისთვის, რათა მათ ვაქცინაციისას აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტების უჩვეულო სიმპტომები  არ გამოეპაროთ.

„ამ დროისათვის ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის მიზეზი ვაქცინაციაა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ზოგი პაციენტის შემთხვევაში ეს გამშვები მექანიზმის როლს შეიძლება ასრულებდეს“, — აცხადებს თელ–ავივის სამედიცინო ცენტრის წამყვანი მკვლევარი ვიქტორია ფურერი.

კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგებიც ჟურნალ Rheumatology–შია გამოქვეყნებული, მკვლევარებმა 590 პაციენტი შეისწავლეს, რომლებიც მანამდე Pfizer–ის ვაქცინით იყვნენ აცრილები COVID-19–ზე. აქედან 491 პაციენტს აუტოიმუნური ანთებითი რევმატიული დაავდების დია გნოზი ჰქონდა. დანარჩენი 99 კი საკონტროლო ჯგუფს შეადგენდა.  

ჩატარდა მასშტაბური ანალიზი: კომპანია Pfizer განცხადებას ავრცელებს

აღინიშნება,  რომ ამგვარ დაავადებებს განეკუთვნება რევმატოიდული ართრიტი, სისტემური სკლეროზი და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება. მათი ყველაზე ხშირი სიმპტომებია: კუნთების ტკივილი, დაღლილობა, სახსრებზე კანის შეშუპება და სიწითლე, ხელებისა და ფეხების დაბუჟება.

კვლევამ აჩვენა, რომ დაავადების მქონე 491 პაციენტიდან ექვსს (ანუ 1,2%-ს) სარტყლისებური ლიქენი განუვითარდა. მათგან ხუთს — Pfizer–ის პირველი დოზის შეყვანის შემდეგ, ხოლო ერთს — მეორე დოზის შემდეგ.

  • ამასთან აღინიშნება, რომ საკონტროლო ჯგუფის არცერთ წევრს აცრების შემდეგ არანაირი გართულება, მით უმეტეს, სარტყლისებური ლიქენი არ განვითარებია.

როგორც ვიქტორია ფურერი ამბობს, მათი შედეგების დასამტკიცებლად აუცილებელია უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარება. ამასთან ის გასცემს რეკომენდაციას, რომ აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს, კორონავირუსზე ვაქცინაციამდე, სარტყლისებურ ლიქენზე ჩაუტარდეთ აცრა, რაც რისკებს შეამცირებს.

მეცნიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ COVID-19–ზე აცრა აუცილებელია და ადამიანებს ამის არ უნდა ეშინოდეთ.