თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთრაძის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანის, გიგა ლორთქიფანიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გია რომელაშვილის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის და ხევის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის ჩიხის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.