COVID-19 - ბოლო ცნობები

პანდემია მალე კონტროლქვეშ მოექცევა: ჯანმომ ვადა დაასახელა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო ჯანმომ კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა საგანგებო სიტუაცია გლობალურ ჯანდაცვაში.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. არსებობს ყველა საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ COVID-19-ის პანდემიის კონტროლქვეშ მოქცევა უახლოეს ხანებში მოხერხდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

„ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლქვეშ მოვაქციოთ, თუ ამ ინსტრუმენტებს თანმიმდევრულად და დაბალანსებულად გამოვიყენებთ“, — თქვა მან.
საქართველოში გამოკითხულთა 39% COVID-19-ზე აცრის ჩატარებას არ აპირებს - IRI-ს გამოკითხვა

ამასთან, ჯანმოს გენდირექტორმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში COVID-19-ით დაავადების ტემპები სწრაფად იზრდება 25-დან 59 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. მისი ვარაუდით, ეს შესაძლოა ვირუსის იმ ვარიანტებით იყოს გამოწვეული, რომლებსაც უფრო მაღალი გადამდებობა ახასიათებს.

გებრეიესუსის ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები იმატებს უკვე ზედიზედ მერვე თვეა. გასულ კვირაში რეკორდული მაჩვენებელი — 5,2 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა (ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე) 141 მლნ კაცს აჭარბებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო ჯანმომ კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა საგანგებო სიტუაცია გლობალურ ჯანდაცვაში.