შარლ მიშელის დოკუმენტს გრიგოლ ვაშაძეც შეუერთდა

პარტიების წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა დღის განმავლობაში შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ დღეს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა.

ევროკავშირის ელჩმა ქართველ დეპუტატებს ცხრა საათზე შეხვედრა დაუნიშნა>>

ვაშაძემ დოკუმენტს ხელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მოაწერა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დატოვა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე.

შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დღის წინ გასულმა ექვსმა დეპუტატმა.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი“ – მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.  

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდიდან „განდგომილი“ დეპუტატები შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდებიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად მიიწვია – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და ხუთპუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორ წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.