კორონავირუსის ტესტის ყალბი პასუხები: საბერძნეთში ქართველები დააკავეს

საქმე აღძრულია დოკუმენტაციის გაყალბებისა და დაავადების გავრცელების პრევენციული ზომების დარღვევის გამო.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ სამი ქართველი ქალი დააკავა, რომლებიც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ ყალბ ცნობებს გასცემდნენ, იუწყება „რუსთავი 2“.

შეთანხმება მიღწეულია: ევროკავშირი COVID-პასპორტებს ზაფხულში აამოქმედებს

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ისინი ყალბ ცნობებს იმ პირებზე ასაღებდნენ, რომლებსაც საავადმყოფოებში მომვლელებად მუშაობა სურდათ.

ქალების ჯგუფმა 50-მდე ცნობა გაასაღა, თითოეული 10 ევროდ.

ყალბი ცნობების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიკეას საავადმყოფოში მუშაობის დასაწყებად ერთ-ერთმა მედდამ მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინა.

საქმე აღძრულია დოკუმენტაციის გაყალბებისა და დაავადების გავრცელების პრევენციული ზომების დარღვევის გამო. დაკავებულები ქალაქ პირეოსის პროკურატურაში არიან გადაყვანილი.