ბეჰემოთებმა ანტილოპა ნიანგების თავდასხმისგან იხსნეს – ვიდეო

ველური ბუნება სავსეა მოულოდნელობებით, მტაცებლებს კი ყოველთვის არ გამოსდით ჩანაფიქრის განხორციელება
Sputnik

ნიანგებს ბეჰემოთებისგან თავის დაცვა დასჭირდათ, რომლებმაც ანტილოპას სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლეს.

კადრებში ჩანან ანტილოპები, რომლებიც წყურვილის მოკვლას ცდილობენ, რა დროსაც მოულოდნელად წყლიდან ამოდის ნიანგი და ერთ-ერთს იჭერს. მის დასახმარებლად მალე მეორე ნიანგიც გამოჩნდა, ისინი ანტილოპას წყალში შეთრევას ცდილობდნენ. ამის დანახვაზე მეორე ნაპირზე მყოფი ბეჰემოთები წყალში ჩავიდნენ და ანტილოპას დასახმარებლად გაემართნენ.