შანხაის ავტოსალონში ყველაზე პოპულარული ჩინური ელექტრომობილის კაბრიო ვერსია წარადგინეს

ელექტრომობილი Wuling Hong Guang Mini EV ჩინეთში ყველაზე მეტად იყიდება, მისი კაბრიო ვარიანტი ორშაბათს შანხაის ავტოსალონმა წარმოადგინა.
Sputnik

Wuling Hong Guang Mini EV Cabrio-ს გადაღებას ღონისძიების სტუმრები მოუთმენლად ელოდნენ.

ერთ-ერთმა ვიზიტორმა განაცხადა: „ჩინური წარმოების ავტომობილების დიზაინი ძალიან ამბიციურია. ავტოსალონში წელს ასევე შეიმჩნევა, რომ ყოველი მწარმოებელი კარგ პროდუქტს ქმნის. ჩემთვის ჩინური წარმოების ავტომობილები უფრო და უფრო უმჯობესდება“.

Wuling-ის წინამორბედმა ჩინეთში გაყიდვებით Tesla Model 3-ს აჯობა.

ბაზარზე უახლესი კაბრიოს გამოჩენის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.