ისწავლეთ ბავშვისთვის ტემპერატურის სწორად გაზომვა: კომაროვსკი გირჩევთ

ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა გაუზომონ სიცხე ბავშვს, რათა სხეულის ზუსტი და სანდო ტემპერატურა დაადგინონ
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. იმისათვის, რომ ბავშვს იღლიაში სხეულის ტემპერატურა სწორად გავუზომოთ, რამდენიმე წესის ცოდნაა საჭირო, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

მისი თქმით, უცხოეთში ძირითადად სიცხის ორალური (პირიდან) და რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გზით გაზომვაა მიღებული იმის გამო, რომ ამით შინაგანი ორგანოების ტემპერატურა დგინდება, იღლიაში გაზომვით კი - ფაქტობრივად იღლიის კანის ტემპერატურას ვიგებთ.

თუმცა, როგორც ექიმი ამბობს, თუ გარკვეულ წესებს დავიცავთ, მაშინ შინაგანი ორგანოების ზუსტ ტემპერატურას იღლიიდანაც დავადგენთ. 

ამისათვის არც ისე ცოტა დრო — 10 წუთია საჭირო.

კომაროვსკის განმარტებით, სხეულის ტემპერატურის გაზომვამდე ბავშვს:

  • ჯერ კარგად უნდა გაუმშრალოთ იღლია, რათა ის ნოტიო არ იყოს;
  • შემდეგ 5 წუთის განმავლობაში მკლავი სხეულზე მიადებინოთ (ამისათვის მოეხვიეთ, ან რამე შემოახვიეთ);
  • შემდეგ ჩაუდეთ თერმომეტრი იღლიაში და დაუტოვეთ ხუთი წუთით.

პედიატრის თქმით, ამ ხნის განმავლობაში კატეგორიულად იკრძალება თერმომეტრის გამოღება და თავიდან ჩადება.

ამის შემდეგ თქვენ უკვე მიიღებთ ტემპერატურას, რომელიც ფაქტობრივად შინაგანი ორგანოების ტემპერატურის იდენტური იქნება და რომელსაც თამამად შეიძლება ენდოთ.