საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

უხვმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონის მატება მდინარეებში, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთაში კი ზვავების ფორმირება
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით სამშაბათს, 20 აპრილს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ დროგამოშვებით წვიმას, ზოგან ძლიერს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

სააგენტოში აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და  მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.