ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება – მარტივი მეთოდი

დეკარტის კვადრატის არსი ისაა, რომ პრობლემა/სიტუაცია უნდა განიხილოთ მხოლოდ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით.
Sputnik

ძალზე სასარგებლო და მარტივი ტექნიკა გადაწყვეტილების მისაღებად – დეკარტის კვადრატი. მისი არსი ისაა, რომ პრობლემა/სიტუაცია უნდა განიხილოთ მხოლოდ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით.

რენე დეკარტი – ფრანგი ფილოსოფოსი, რომელიც ასევე იყო მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მექანიკოსი, ფიზიოლოგი. დეკარტის კვადრატი – ეს, უბრალოდ, მარტივი და გენიალური ტექნიკაა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

გულწრფელად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება – მარტივი მეთოდი
  1. რა იქნება, ეს თუ მოხდება? (რას მივიღებ, ამას რა პლუსები მოჰყვება)
  2. რა იქნება, ეს თუ არ მოხდება? (ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო, ამას რა პლუსები მოჰყვება)
  3. რა არ იქნება, თუ ეს მოხდება? (სასურველის მიღებას რა მინუსები მოჰყვება)
  4. რა არ იქნება, თუ ეს არ მოხდება? (სასურველის მიუღებლობას რა მინუსები მოჰყვება)

ამ ბოლო კითხვასთან დაკავშირებით ყურადღებით იყავით, რადგან ტვინი ორმაგი უარყოფის იგნორირებას მოისურვებს და პასუხი, შესაძლოა, ძალიან ჰგავდეს პირველ კითხვაზე პასუხს.

რატომ მუშაობს ეს ტექნიკა? საქმე ისაა, რომ ისეთ ვითარებაში, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხშირად ერთ პოზიციაზე ვამახვილებთ ყურადღებას: რა იქნება, ეს თუ მოხდება? დეკარტის კვადრატის დახმარებით კი ერთსა და იმავე ვითარებას ოთხი მხრიდან განვიხილავთ. ეს გააზრებული და აწონ-დაწონილი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება – მარტივი მეთოდი

უფრო კარგი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ ქაღალდის ფურცელი (ან ფურცლები) და კალამი. შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენებაც, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია. ასევე ბევრად უშედეგოა პასუხებზე კითხვების გაცემა მხოლოდ გონებაში. ქაღალდზე პასუხები გაცილებით თვალნათლივ ჩანს და გადაწყვეტილების მიღებაც უფრო გაგვიიოლდება.