კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 321 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 80, აჭარა – 57, იმერეთი – 35, კახეთი – 23, ქვემო ქართლი – 20, გურია – 16, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 281.574-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.949-ს მიაღწია.

COVID-19 საქართველოში – 19 აპრილის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.387 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.174 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.720, აჭარაში – 413, იმერეთში – 377.

563 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 437 ადამიანი, მათ შორის 218 – თბილისში, 200 – აჭარაში. 6.776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 243, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.260 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8.577 პირი, აჭარაში – 2.098, იმერეთში – 1.189.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.