მინაშვილი: ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
Sputnik
მინაშვილი: ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა
„ხელმოწერა და რაღაც დოკუმენტის არსებობა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიდგომაა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენი აზრით, ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა. ამიტომ, ამ მდგომარეობით, ამ დოკუმენტს ჩვენ ხელს არ მოვაწერთ“, - ამბობს მინაშვილი.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს.