თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აივანი ჩაინგრა: არის მსხვერპლი

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში დღეს მოხდა, ჩამონგრევის დროს აივანზე ხანში შესული ქალი იმყოფებოდა.
Sputnik

 

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. დიდ დიღომში 70 წლამდე ასაკის ქალი აივნის ჩამონგრევას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში დღეს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანი მაშინ ჩაინგრა, როდესაც იქ ხანში შესული ქალი იდგა,

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალი აივანზე სარეცხს ფენდა.